საქართველოს და თურქეთის იუსტიციის მინისტრები თანამშრომლობის გასაძლიერებლად ერთობლივი ოპერატიული ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. ტერორიზმთან და სხვა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა; ქართველ პატიმართა უფლებების დაცვა თურქულ საპატიმროებში; ბავშვთა გატაცების შემთხვევები; თანამშრომლობა სამართლებრივი რეფორმების განხორციელებისას; ექსტრადიციისა და პატიმართა გადმოცემის საკითხები – არასრული ჩამონათვალია იმ თემებისა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თურქეთის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრისას განიხილა.