თბილისის საკონცერტო დარბაზში „საქართველოს ვარსკვლავის“ პირველი ლაივშოუსთვის ემზადებიან. კასტინგების შედეგად, ჟიურიმ ათი ფინალისტი შეარჩია. ლაივშოუებს მაყურებელი თითქმის ორი თვის განმავლობაში მიადევნებს თვალს.
კონცერტები ყოველ შაბათს, 22:00 საათზე გავა საქართველოს პირველი არხის ეთერში. გამარჯვებული 31 დეკემბერს გამოვლინდება და ისიც გაირკვევა, ვინ წარადგენს საქართველოს მომავალი წლის ევროვიზიაზე.
მარიკა შალიკაშვილი სამზადისის პროცესს თვალს ადევნებს – რა ხდება ამ წუთისთვის თბილისის საკონცერტო დარბაზში.
საქართველოს ვარსკვლავი