„საქართველოს ვარსკვლავის“ პირველი ლაივშოუ

18:45, 16.11.2019

თბილისის საკონცერტო დარბაზში  „საქართველოს ვარსკვლავის“ პირველი ლაივშოუსთვის ემზადებიან. კასტინგების შედეგად, ჟიურიმ ათი ფინალისტი შეარჩია. ლაივშოუებს მაყურებელი თითქმის ორი თვის განმავლობაში მიადევნებს თვალს.

კონცერტები ყოველ შაბათს, 22:00 საათზე გავა საქართველოს პირველი არხის ეთერში. გამარჯვებული 31 დეკემბერს გამოვლინდება და ისიც გაირკვევა, ვინ წარადგენს საქართველოს მომავალი წლის ევროვიზიაზე.

მარიკა შალიკაშვილი სამზადისის პროცესს თვალს ადევნებს – რა ხდება ამ წუთისთვის თბილისის საკონცერტო დარბაზში.

საქართველოს ვარსკვლავი

მსგავსი