„საქართველოს ვარსკვლავის“ მონაწილეები მესამე კონცერტისთვის ემზადებიან
„საქართველოს ვარსკვლავის“ მონაწილეები რიგით მესამე კონცერტისთვის ემზადებიან. კონკურსანტები დღეს ქართულ თანამედროვე სიმღერებს წარადგენენ. მეგაპროექტის მონაწილეები სიმღერებს ნინო ქათამაძის, ნიაზ დიასამიძის, სტეფანესა და სხვა ცნობილი ქართველი შემსრულებლების რეპერტუარიდან იმღერებენ.
შეგახსენებთ, რომ თქვენი ფავორიტისთვის ხმის მიცემა როგორც მობილური ქსელების, ასევე ფეისბუქმესენჯერის საშუალებითაც შეგიძლიათ. როგორ ემზადებიან მონაწილეები დღევანდელი შოუსთვის, ამას მარიკა შალიკაშვილი გვიამბობს.
საქართველოს ვარსკვლავი