„საქართველოს ვარსკვლავის“ მეორე სეზონის მონაწილეების შესარჩევი კონკურსი დაიწყო

მეგაპროექტ  „საქართველოს ვარსკვლავის“ მეორე სეზონის მონაწილეების შესარჩევი კონკურსი დაიწყო. უკვე ცნობილია ჟიურის ვინაობაც. მათ დღეს 15 კონკურსანტს მოუსმინეს. ქასთინგები კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება და საბოლოოდ ის ათეული შეირჩევა, რომელიც უკვე თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე გადაინაცვლებს და მონაწილეობას ლაივშოუებში მიიღებს.

„საქართველოს ვარსკვლავის“ მეორე სეზონი, საქართველოს პირველი არხის ეთერში, 26 ოქტომბრიდან დაიწყება და მაყურებელს წელსაც შესაძლებლობა მიეცემა, „ევროვიზია 2020“-ის ქართველი მონაწილე თავად შეარჩიოს.

საქართველოს ვარსკვლავი