საქართველოს ტურისტული პოტენციალი მადრიდის ტურისტულ გამოფენაზე

საქართველოს ტურისტული პოტენციალი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ, მადრიდის ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი. დამთვალიერებელს ქართული ღვინის დაგემოვნებისა და  საქართველოს სხვადასხვა კუთხის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების საშუალებაც ჰქონდა.

გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გარდა, ქვეყნის რვა წამყვანი ტურისტული სააგენტოც მონაწილეობს. ასევე, წარმოდგენილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

ექსპოზიცია და საგანგებოდ მოწყობილი სტენდი პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა. ის გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ახლადარჩეულ გენერალურ მდივანსაც შეხვდა.