საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნარკოპოლიტიკის შესახებ იმსჯელეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნარკოპოლიტიკის შესახებ იმსჯელეს. პროფესორებმა კანონმდებლობის გადახედვის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. მათი თქმით, აუცილებელია მოხდეს საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება, რომლის მიხედვითაც, ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში ჰუმანური უნდა იყოს.

ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული სპეციალისტები და უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.