საქართველოს საკითხი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე
საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მხარდამჭერი გზავნილები საერთაშორისო ტრიბუნიდან – საერთაშორისო ვალდებულებების იგნორირების გამო გაეროდან მოსკოვს მწვავე განცხადებების მოსმენა კიდევ ერთხელ მოუხდა.
აგვისტოს ომიდან 18 წლისთავზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილეს. რუსეთის შეჭრა და აგრესიული პოლიტიკის დასაწყისი მეზობლების მიმართ – ასე შეფასდა 18-წლის წინანდელი მოვლენები შვიდი ქვეყნის წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაში, რომელშიც რუსეთს საქართველოდან სამხედრო ძალების გაყვანისკენ, ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებისკენ და ადგილზე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების დაშვებისკენ მოუწოდებენ. ნახსენებია საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს მიერ მოგებული საქმეები და რუსეთისთვის დაკისრებული ვალდებულებებიც. განცხადებაში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე, მილიტარიზაციაზე, ცოტა ხნის წინ გაფორმებულ უკანონო ხელშეკრულებაზე და პროვოკაციებზე.
რა გავლენა ექნება ახალ განცხადებას დეოკუპაციის პროცესზე – თათია ტაბეშაძე მუშაობდა თემაზე.