საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებით, 14 ივლისს, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის ინცინდენტის მოკვლევა მიმდინარეობს.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის კონფლიქტი ამოწურულია, თუმცა უწყება საზოგადოებას მოუწოდებს, მაქსიმალურად თავი შეიკავოს შესაძლო მორიგი პროვოკაციის არიდების მიზნით.

საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებას წინ უძღოდა აზერბაიჯანელი კოლეგების განცხადება. აზერბაიჯანული უწყება, საქართველოს ელჩს, მომხდართან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას სთხოვს.