ენიო მორიკონეს კონცერტისთვის თბილისი-ბლექ სი არენას მიმართულებით დამატებითი რეისი ინიშნება

საქართველოს რკინიგზა ენიო მორიკონეს კონცერტისთვის თბილისი-ბლექ სი არენას მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს.

19 მაისს კონცერტზე დასწრების მსურველებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი „შტადლერის“ ორსართულიანი მატარებელი მოემსახურება. მატარებელი თბილისიდან 14.10 წუთზე გავა და „ბლექ სი არენასთან“ მდებარე ბაქანზე 18.30 წუთზე ჩავა. კონცერტის დასრულების შემდეგ კი მატარებელი იმავე ბაქნიდან თბილისის მიმართულებით 00.05 წუთზე გამოვა და დედაქალაქში 04.25 წუთზე იქნება.

ბილეთების შეძენა ცენტრალური ვაგზლის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებგვერდზე და აპლიკაციის საშუალებითა არის შესაძლებელი.