საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სამმხრივ ფორმატს და აღინიშნა, რომ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მე-8 შეხვედრა თბილისში, რომელზეც სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობა განიხილება, ამ ფორმატის უნიკალურობას ადასტურებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში ანკარაში გაიმართება.
საუბარი ასევე შეეხო ერთობლივ პროექტებს ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში, მათ შორის სამხრეთის გაზის დერეფანს, რომლის ნაწილის – ტრანსანატოლიური გაზსადენის ინაუგურაცია თურქეთში ახლახან გაიმართა, ასევე – ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობას.