საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღე - შალვა პაპუაშვილის განცხადება
პირველი კონსტიტუციის მიღების თარიღს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი წერს:
„ალბათ არაფერი არ ასახავს ისე მკაფიოდ სახელმწიფოს ისტორიულ გამოცდილებას და მის წინაშე მდგომ ისტორიულ ამოცანას, როგორც მისი კონსტიტუციის პირველი მუხლი – ის მთავარი დებულება, სადაც აისახება, თუ რას ეფუძნება ქვეყანა და რა არის მისი არსებობის მთავარი აზრი. სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციის პირველ მუხლებში განსხვავებული აქცენტებია, საქართველოს შემთხვევაში კი განმსაზღვრელი სიტყვებია – თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ერთიანობა, რაც, სამართლებრივ ნორმასთან ერთად, პოლიტიკური მანიფესტიც არის,“ – წერს შალვა პაპუაშვილი.