საქართველოს პირველი არხის ახალი მუსიკალური პროექტისთვის კონკურსანტების შერჩევა გრძელდება. ახალციხის შემდეგ, „ხალხურის“ შემოქმედებითი ჯგუფი ბოლნისს ესტუმრა. „ხალხური“ სახალხო კონკურსია, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ ხალხური სიმღერისა და ცეკვის მუნიციპალურ და თვითმოქმედ გუნდებს, საოჯახო ანსამბლებსა და ინდივიდუალურ შემსრულებლებს მთელი საქართველოდან. მიზანი კი ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერების პოპულარიზაცია, ასევე რეგიონებში ნიჭიერი შემსრულებლებისა და ჯგუფების აღმოჩენაა.