საქართველოს პირველი არხი - „ჩვენ უკრაინისთვის“

საქართველოს პირველი არხი, წითელ ჯვართან ერთად, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სოლიდარობის ნიშნად, საქველმოქმედო მარათონს – „ჩვენ უკრაინისთვის“ გამართავს. მარათონი დღეს, 22 საათზე საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში გავა და მასში ჩართვის შესაძლებლობა სატელეფონო ზარის საშუალებით, ან საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, საზოგადოების ყველა წევრს ექნება. საქველმოქმედო მარათონი ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი მაუწყებლების ინიციატივაა, რომელმაც სტარტი პოლონეთიდან აიღო. დღევანდელ მარათონში ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს პირველი არხი – „ჩვენ უკრაინისთვის“ 

https://youtu.be/TDEftx2cWEc