საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება

ირანსა და საქართველოს შორის მიმოსვლის შეზღუდვის შემდეგ, ირანის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა, რომელმაც ირანის მოქალაქეები თეირანში წაიყვანა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, ტურისტების სამშობლოში დასაბრუნებლად კიდევ რამდენიმე ფრენა განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დროებით შეჩერდა მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან საქართველოში, ავიაკომპანიებს კი შესაძლებლობა მიეცათ, ჩამოფრინდნენ ცარიელი ბორტებით და ტურისტების გადაყვანა უზრუნველყონ.

ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისგან. გააქტიურებულია ცხელი ხაზიც.