საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია იწყება

15:19, 09.05.2018

როგორი სისტემა ჩამოყალიბდება მთავრობის ადმინისტრაციაში და რომელი დეპარტამენტები გაერთიანდებიან, ან განცალკევდებიან.

გადაწყვეტილება ერთი თვის ვადაში გახდება ცნობილი. ამის შესახებ  მთავრობის ადმინისტრაციის ახალმა ხელმძღვანელმა განაცხადა. შალვა თადუმაძის განმარტებით, ერთთვიანი რეორგანიზაციის ფარგლებში, თითოეული სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესწავლა და შეფასება მოხდება, რის შემდეგაც უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

გამოიწვევს თუ არა რეორგანიზაცია საშტატო ერთეულების და შესაბამისად, კანცელარიაში დასაქმებული თანამშრომლების შემცირებას, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ აკონკრეტებს.

მსგავსი