საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ვილი სანიოლი ეროვნულ ნაკრებს ტოვებს – საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მის ნაცვლად, რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ოფიციალური გვერდი ავრცელებს. მათი განცხადებით, რამაზ სვანაძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვილი სანიოლს შეცვლის და ნაკრებს 2028 წლამდე ჩაუდგება სათავეში.
რამაზ სვანაძე ამ დრომდე საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა და ახალგაზრდულ გუნდთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ იასპარეზა. რაც შეეხება ვილი სანიოლს, შეგახსენებთ, რომ სანიოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს 2021 წლის თებერვლიდან იკავებდა, ამ პერიოდში ეროვნულმა გუნდმა 57 თამაში ჩაატარა და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგს მიაღწია.