საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე 45 წლის რამაზ სვანაძე ჩაიბარებს, რომელიც აქამდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს წვრთნიდა. ახალგაზრდულმა ნაკრებმა მასთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ იასპარეზა. სვანაძე ადრეც ყოფილა საქართველოს ნაკრების დროებითი მწვრთნელი, 2020 წლის ნოემბერში სანიოლის დანიშვნამდე. მაშინ მან ვლადიმერ ვაისი შეცვალა და მხოლოდ ერთი ოფიციალური მატჩი გამართა – ერთა ლიგის ეგიდით, ესტონეთის წინააღმდეგ (0-0). ერთა ლიგის B დივიზიონის მე-2 ჯგუფში საქართველოს ნაკრებს, ჩრდ. ირლანდიის გარდა, მეტოქეებად უკრაინისა და უნგრეთის ნაკრებები ჰყავს.
სვანაძე ნაკრებს პირველ ოფიციალურ შეხვედრაში უკვე 28 სექტემბერს, უკრაინის წინააღმდეგ გაუძღვება, რასაც ამ სანაკრებო ფანჯარაზე კიდევ ორი გასვლითი მატჩი მოჰყვება.
თავის მხრივ, 21 წლამდე ნაკრებში მას საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო სამ შეხვედრაში მისი ასისტენტი, გიორგი ადამია შეცვლის.