მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და 7.5 პროცენტამდე გაზარდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს შინამეურნეობების, კერძო, სამომხმარებლო და სახელმწიფო ხარჯები, ასევე ინვესტიციები. ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ მსოფლიო ბანკის კვლევით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.5-ჯერ აჭარბებს ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს.