საქართველოს ძიუდოს ნაკრები შერეული გუნდური ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

რუსეთის ქალაქ უფაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე, შერეულ გუნდებს შორის საქართველოს ნაკრები ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ჩვენმა გუნდმა ფინალში ნიდერლანდების ძლიერი გუნდი დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 4:3 დაამარცხა. კონტინენტის პირველობის ფინალში თავისი ბრძოლები მოიგეს – ფრიდონგ გიგანმა, ლუკა მაისურაძემ და საბა ინანეიშვილმა. გადამწყვეტ დაპირისპირებაში კი კვლავ ტურნირის საუკეთესო ძიუდოსტს, საბა ინანეიშვილს მოუწია ჭიდაობა და ქართველმა მძიმეწონოსანმა მეტოქე მარტივად დაამარცხა.ფინალამდე საქართველომ ავსტრიას, საფრანგეთსა და თურქეთს მოუგო. ჩვენი ნაკრები შერეულ გუნდებს შორის პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი.

დატოვე კომენტარი