საქართველოს ძიუდოს ნაკრები შერეული გუნდური ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ძიუდოს ნაკრები შერეული გუნდური ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT

რუსეთის ქალაქ უფაში დღეს სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა შერეულ გუნდებს შორის. შეჯიბრი კაცებსა (73, 90 და +90 კგ.) და ქალებს (57, 70 და +70 კგ.) შორის სამ-სამ წონით კატეგორიაში ჩატარდა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ფინალში ნიდერლანდების ძლიერი გუნდი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა. თავისი ბრძოლები მოიგეს – ფრიდონგ გიგანმა, ლუკა მაისურაძემ და საბა ინანეიშვილმა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი კვლავ ინანეიშვილს მოუწია ბრძოლა და მეტოქე მარტივად დაამარცხა.

ფრიდონ გიგანი

 

ლუკა მაისურაძე

 

საბა ინანეიშვილი

 

საბა ინანეიშვილი – გადამწყვეტი ბრძოლა

შეგახსენებთ, რომ შერეულ გუნდებს შორის ბოლო ევროპის ჩემპიონატი 2018 წელსაც რუსეთში ჩატარდა. საქართველოს ნაკრებს იმ ტურნირზე მონაწილეობა არ მიუღია, ჩემპიონი კი გერმანია გახდა.

დატოვე კომენტარი