საქართველოს ავსტრიელ ბიზნესმენთა ჯგუფი ეწვევა

წლის მეორე ნახევარში საქართველოს ავსტრიელ ბიზნესმენთა ჯგუფი ეწვევა. გადაწყვეტილება ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ავსტრიაში ვიზიტისას მიიღეს. აღინიშნა, რომ საქართველოში ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება, რომლის დროსაც განხილული იქნება პრიორიტეტული ეკონომიკური საკითხები. ითქვა ისიც, რომ ავსტრიული მხარე დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებით ისეთ სექტორებში, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ლოგისტიკა და ტურიზმი.