ცვლილებები ბანკების შესახებ კანონში

21:58, 12.11.2026

ქართულ საბანკო ბაზარზე უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი კომპანიის რეგისტრირება შესაძლებელი ხდება.

საკანონმდებლო ინიციატივა მმართველი გუნდის დეპუტატებს ეკუთვნით. კანონპროექტი ეროვნულ ბანკს შესაბამისი ლიცენზიების გაცემის უფლებამოსილებას ანიჭებს. უცხო ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლობის დასარეგისტრირებლად საჭირო იქნება რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილება, აქცენტი გაკეთდება ბანკის რეპუტაციაზე, სანდოობასა და რეიტინგზე. საკომიტეტო განხილვები დაიწყო. ინიციატორები მოტივად ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციის გაზრდას ასახელებენ, კითხვები და შენიშვნები აქვს ოპოზიციას. საფინანსო სექტორში ახალი მოთამაშეების გამოჩენას დადებითად აფასებენ, თუმცა გარკვეულ რისკებზე მიუთითებენ სპეციალისტები.

მსგავსი