საქსტატი – 2025 წელს მშპ-ის მოცულობა მიმდინარე ფასებში 108 418.1 მლნ ლარს გაუტოლდა, რაც 16.6%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 108 418.1 მლნ ლარს გაუტოლდა, რაც 16.6%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, 8.4% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორია პროცენტული ცვლილება 2025 წელს 7.5%-ით განისაზღვრა.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 14.9%, დამამუშავებელი მრეწველობა – 9.3% და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმინონები – 9.2%; შემდგომ პოზიციებს იკავებს მშენებლობა – 8.8%, ინფორმაცია და კომუნიკაცია – 8.0%, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა, სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 6.6%, ტრანსპორტი და დასაწყობება – 6.2%, განათლება – 5.8%, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 5.7%.
2025 წელს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 28.9%, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 7.5%, განათლება – 16.8%, საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობები – 15.9%, ტრანსპორტი და დასაწყობება – 10.8%.
კლება აღინიშნა და ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების (7.6%) და სამთომოპოვებითი მრეწველობის (3.7%) სექტორებში.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების საფუძველზე, 2015-2025 წლების მოსახლეობის რიცხოვნობისა და ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების გადაანგარიშების შემდეგ განხორციელდა ეროვნული ანგარიშების მაჩვენებლების გადაანგარიშება 2015 წლიდან.