საქართველოს 18 წლამდე რაგბის ნაკრები რუსეთიდან დაბრუნდა

საქართველოს 18 წლამდე რაგბის ნაკრები რუსეთიდან დაბრუნდა. უმცროს „ბორჯღალოსნებს“ აეროპორტში სპორტსმენები, ოჯახის წევრები, მეგობრები და გულშემატკივრები დახვდნენ.

ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს უმცროსი „ბორჯღალოსნები“ და ესპანეთის თვრამეტ წლამდელთა ნაკრები დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 20:10 დასრულდა.

უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ევროპის ჩემპიონის სტატუსი ზედიზედ უკვე მეორედ მოიპოვეს.