საქართველო-უელსი პირველ არხზე. მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატზე დღეს საქართველოს ნაკრები უელსს დაუპირისპირდება. ინგლისელების დამარცხების შემთხვევაში, ლადო კილასონიას გუნდი 14 ივლისს ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება და მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს. სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე ჩემპიონატზე, საქართველოს და უელსის ნაკრებების შეხვედრა 18 საათზე დაიწყება. მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი პირველი არხი შემოგთავაზებთ.