საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის გამარჯვებულია

12:32, 19.03.2024

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები თბილისში დაბრუნდა. ქართველ მორაგბეებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. პარიზში გამართულ ფინალში „ბორჯღალოსნებმა“ პორტუგალიის გუნდი 36-10 დაამარცხეს და ტურნირი ზედიზედ მეშვიდედ, ჯამში კი მეთექვსმეტედ მოიგეს.

მსგავსი