საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის გამარჯვებულია.
ჩვენი ნაკრები მომავალ წელს მეორე დივიზიონის B ჯგუფში იასპარეზებს.
დასკვნით შეხვედრაში ქართველებმა ტაიპეი დიდი ანგარიშით 11-2 დაამარცხეს.
დაჯილდოვების ცერემონია დღევანდელი დღის ბოლო თამაშის შემდეგ გაიმართება, სადაც ჰონგ-კონგი სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება. შეხვედრა 22:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა 4-დან სამი შეხვედრა მოიგო და ერთში დამარცხდა.
გამარჯვებები ქართველებმა თურქეთის, ბულგარეთის და ტაიპეის წინააღმდეგ მოიპოვეს. ერთადერთი მარცხი კი სამხრეთ აფრიკასთან განიცადეს.