საქართველო რუს დიპლომატს აძევებს

რუს დიპლომატს საქართველოს დასატოვებლად შვიდდღიანი ვადა აქვს.

შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლის გაძევების გადაწყვეტილება მიღებულია. ეს არის ოფიციალური თბილისის სოლიდარობა ლონდონის მიმართ, რუსეთის მიერ ჯაშუშობაში ბრალდებული სერგეის სკრიპალის მოწამვლის გამო.

დიდ ბრიტანეთში ქიმიური ნივთიერებით მოწამლული რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი და მისი ქალიშვილი მეოთხე კვირაა, სიკვდილს ებრძვიან.

მსოფლიო ლიდერების რეაქცია უმწვავესია. საქართველომდე რუსი დიპლომატები გააძევეს აშშ-დან, კანადიდან, ევროკავშირის 14 ქვეყნიდან და უკრაინიდან.

საპასუხო ზომებზე კრემლი ჯერ ისევ ფიქრობს.