საქართველო – მონტენეგრო პირველ არხზე

15:33, 28.08.2026

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს მონტენეგროსთან გამართავს. ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდს, 6 ტურის შემდეგ, სამი მოგება და ამდენივე წაგება აქვს, მონტენეგროს ნაკრებს კი – ოთხი მოგება და ორი მარცხი. საქართველო-მონტენეგროს დაპირისპირება თბილისში, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის არენაზე 19:30 საათზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველ არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი