საქართველო - ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა

საქართველო მნიშვნელოვანი მისიის შესასრულებლად ემზადება.

ნოემბრის ბოლოს ქვეყანა ევროსაბჭოს თავმჯდომარე ხდება. ეს იქნება მმართველი ორგანოს, მინისტრთა კომიტეტის ხელმძღვანელობის პირველი შემთხვევა 1999 წლის, ანუ ადამიანის უფლებათა წამყვან ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების შემდეგ. რა პრიორიტეტებით იხელმძღვანელებს ქართული მხარე თავმჯდომარეობის პერიოდში, ანუ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში და რა თემების გააქტიურებას აპირებს საერთაშორისო ტრიბუნიდან, – კონკრეტული სამოქმედო გეგმის შესათანხმებლად თბილისს ევროსაბჭოს ახლადარჩეული გენერალური მდივანი სტუმრობს. სწორედ მარია ბურიჩი ამზადებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონსოლიდირებულ ანგარიშს, რომლის გამოქვეყნებას ოფიციალური თბილისი ახლა განსაკუთრებული ინტერესით ელოდება.

მაღალი რანგის სტუმრის მიერ გაკეთებული დღევანდელი განცხადებებიდან გამომდინარე, დოკუმენტი მწვავე შინაარსის იქნება.