საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო თამაშისთვის მზადებას განაგრძობს. გუშინ საქართველოს ნაკრებმა დახურული ვარჯიში გამართა. დღეს კი „ჯვაროსნები“ 15:00-ზე ფელბერტის საწვრთნელ ცენტრში ივარჯიშებენ, ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ღია იქნება. 17:45-ზე კი დორტმუნდის სტადიონზე გაიმართება საქართველოს ნაკრების მატჩისწინა პრესკონფერენცია.
საქართველოს ეროვნული ნაკრები კონტინენტის პირველობაზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს თურქეთთან გამართავს. 22 ივნისს ჩეხეთის წინააღმდეგ ითამაშებს. 26 ივნისს კი „ჯვაროსნები“ პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. „ევრო 2024“-ის მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთვაზებთ.