საქართველო-ჩრდილოეთ ირლანდიის მატჩი პირველ არხზე

12:35, 25.09.2026

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. ვილი სანიოლის გუნდმა დღეს „დინამო არენაზე“ ჩრდილო ირლანდიასთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა, მანამდე კი მთავარმა მწვრთნელმა მედიის კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პირველ შეხვედრას დღეს, 25 სექტემბერს ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. 

მსგავსი