საქართველო-ჩრდილოეთ ირლანდიის მატჩი პირველ არხზე
ხუთ საათზე ნაკლები ერთა ლიგის ახალი ციკლის დაწყებამდე. დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გუნდმა მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა, იქამდე კი მედიის კითხვებს უპასუხა. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ლევან ღუდუშაური დეტალებით.