საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ივნისის მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბაჰრეინს დაუპირისპირდება. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მედიასთან განაცხადა, რომ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ არ ითამაშებს. სამაგიეროდ, ხვიჩა კვარაცხელიას მოედანზე პირველივე წუთებიდან ვიხილავთ – ის ქართველ ფეხბურთელებს მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაუძღვება.
შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს, ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.