საპროტესტო მარში უკრაინის დედაქალაქში - რეპორტაჟი კიევიდან

კიევის მთავარი მოედნიდან, საპროტესტო აქციის მონაწილეები, სახელმწიფო უსაფრთხოების იზოლატორთან ინაცვლებენ. უკრაინის დედაქალაქში ისევ პოლიტიკური განცხადებები ისმის. ქალაქში მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი. საპროტესტო მარშის მონაწილეებს სიტყვით სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმა მიმართა. შეკრებილები ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ და პოროშენკოს იმპიჩმენტს ითხოვენ. კიდევ ერთი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა, რომელიც ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.

გურამ როგავა ბოლო ცნობებით კიევიდან.