მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, კიევში საპროტესტო მარში მიმდინარეობს

პოროშენკოს იმპიჩმენტის და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ერთი საათია კიევში საპროტესტო მარში მიმდინარეობს. ახალი ძალების მოძრაობის წევრები შევჩენკოს სკვერში შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციას არ გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ საპასუხო ნაბიჯებისთვის მზად არიან. უკრაინის პრეზიდენტის გადადგომასთან ერთად, აქციაზე ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის გათავისუფლებას ითხოვენ.

მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

გურამ როგავა უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე პროცესების შესახებ ისაუბრებს.