საპროტესტო აქცია სოფელ ფოლადაანთკარში

საპროტესტო აქცია გაიმართა გარდაბნის რაიონის სოფელ ფოლადაანთკარში.

ადგილობრივი მოსახლეობა სოფლის ცენტრში შეიკრიბა. აქციის მონაწილეები სოფლის გზების მოწესრიგებას, გარე განათებას, სარწყავ წყალს და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ურნების გადაცემას ითხოვენ.

ადგილობრივებთან შესახვედრად სოფელ გამარჯვების რწმუნებულიც მივიდა, თუმცა შეხვედრა კამათში გადაიზარდა. გამარჯვების რწმუნებულის გიორგი მახათაძის განმარტებით, სოფელში ხრეშის დაყრა ერთ კვირაში დაიწყება. წელსვე იგეგმება გარე განათების მოწყობაც.