საპროტესტო აქცია რუსთაველზე

21:17, 12.04.2025

„დიდება გმირებს, ანწუხელიძე უკვდავია“ – პროტესტის მონაწილეებმა რამდენიმე წუთის წინ ამ შეძახილებით რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მომიტინგეები თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ წულუკიანმა და „ქართულმა ოცნებამ“ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს. მათი თქმით, გიორგი ანწუხელიძის შესახებ გაკეთებული განცხადება სამშობლოსთვის მებრძოლი ყველა ჯარისკაცის შეურაცხყოფაა.

მოქალაქეთა ნაწილმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა დღის განმავლობაშიც სცადა, თუმცა საპატრულო პოლიციამ საავტომობილო გზა მალევე გაათავისუფლა.

„ანწუხელიძე უკვდავია“ ამ ლოზუნგით დღესვე აქცია გაიმართა პარლამენტის შენობის უკანაც.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან

 

მსგავსი