საპროტესტო აქცია პარლამენტთან

„ანწუხელიძე უკვდავია“ – ამ ლოზუნგით საქართველოს პარლამენტთან აქცია გაიმართა. მოქალაქეთა ჯგუფი საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან შეიკრიბა და თეა წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადება გააპროტესტა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ წულუკიანმა და „ქართულმა ოცნებამ“ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს. მათი თქმით, გიორგი ანწუხელიძის შესახებ გაკეთებული განცხადება სამშობლოსთვის მებრძოლი ყველა ჯარისკაცის შეურაცხყოფაა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.