საპროტესტო აქცია ბორჯომში

პროტესტის მეორე დღე ბორჯომში, ქარხნის თანამშრომლები დახმარებას ითხოვენ. მოთხოვნები უცვლელია, დასაქმებულები ხელფასის 25%-ით მატებას, უვადო ხელშეკრულებებსა და გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში დაბრუნებას ითხოვენ. ქარხნის თანამშრომლები ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შეწყვეტას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.