საპროტესტო აქცია სოფელ დუისში. ადგილობრივები თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვენ. პანკისის ხეობაში სოლიდარობის აქციაზე თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი და ადგილობრივი მოსახლეობა იმყოფება. ადგილზე იმყოფება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.