საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება

მთავარი პროკურორის პოსტისთვის შალვა თადუმაძე იბრძოლებს.

საპროკურორო საბჭომ არჩევანი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსზე გააკეთა და მთავრობას მისი კანდიდატურა წარუდგინა. გასაუბრების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია საპარლამენტო უმცირესობის კანდიდატს, შალვა შავგულიძეს, რომელმაც კანდიდატურა პროტესტის ნიშნად მოხსნა.

სხდომაზე საპროკურორო საბჭო არასრულად იყო წარმოდგენილი. დღევანდელი გასაუბრების და კენჭისყრის პროცედურის მიმართ პრეტენზიები აქვთ უფლებადამცველებსაც.