საპროკურორო საბჭოს სხდომა

საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მთავრობას შალვა თადუმაძის კანდიდატურა ეგზავნება.

მთავრობის ყოფილი საპარლამენტო მდივანი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თადუმაძე საპროკურორო საბჭოს 12 კანდიდატმა დღეს შეარჩია. მისმა კონკურენტმა ნინო გოგნიაშვილმა ნული ხმა მიიღო. შალვა შავგულიძემ კი საკუთარი კანდიდატურა პროტესტის ნიშნად მოხსნა.

საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ შერჩეულმა კანდიდატმა კარგი ხედვა წარადგინა. კანდიდატების მოსმენის ვიდეო ჩანაწერი საპროკურორო საბჭოს ვებ-გვერდზე აიტვირთება.

პარლამენტმა მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძის კანდიდატურაზე შესაძლოა 16 ივლისს იმსჯელოს. პირველი არხის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს, რომ 16 ივლისს რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს, სადაც მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე იმსჯელებს და მას თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით დაამტკიცებს.