საპარლამენტო დელეგაციის დაბრუნება დიდი ბრიტანეთიდან

შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები – ეს ის ძირითადი საკითხები იყო, რომელიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ დიდ ბრიტანეთში ოფიციალურ შეხვედრებზე განიხილა. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა, უმრავლესობისა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შეხვედრები გამართეს თემთა და ლორდთა პალატაში, უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან, ასევე აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.

უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა განიხილეს ვაჭრობის თემები და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება. „სტრატეგია აღმაშენებელის“ წარმომადგენლის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას კითხვები დაისვა დემოკრატიაზე და 19 აპრილის შეთანხმების შესრულებაზე.