კიევში, პოდოლსკის რაიონზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. აფეთქებების შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა და ცეცხლი გაუჩნდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ადგილზე ახლაც გრძელდება. დაზიანდა სავაჭრო ცენტრის ტერიტორია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჰაერში ცეცხლი გაუხსნა უცნობ ობიექტს. ადგილობრივი მედია ასევე იუწყება, რომ უკრაინის საზენიტო დანადგარებმა რუსი სამხედროების მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოაგდეს.