უკრაინამ არ გააფრთხილა მსოფლიო კურსკის ოლქში შეტევის შესახებ, რადგან ეს, შესაძლოა, არარეალურად ჩანდა, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ახლა მნიშვნელოვანი იდეოლოგიური ცვლილებები ხდება და „წითელი ხაზების ყველა ცნება ამ დღეებში დაინგრა. რაც შეეხება ვითარებას კურსკის ოლქში, ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები 92 დასახლებას აკონტროლებენ. რუსეთის ხელისუფების ცნობით, კურსკის ოლქიდან ევაკუირებულია 121 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის 13 ათასი ბავშვი.