შეცვლის თუ არა კურსკში მიმდინარე ოპერაცია ომის მიმდინარეობას უკრაინაში და უბიძგებს თუ არა რუსეთს, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – 6 აგვისტოს შემდეგ, უკრაინის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე უკვე 35 კილომეტრით წინ წაიწიეს და 82 დასახლებას აკონტროლებენ.
საზღვართან შესაძლო სამხედრო პროვოკაციას არ გამორიცხავს ბელარუსის მთავრობაც, რომელმაც უკრაინასთან მოსაზღვრე რაიონში კონტროლი გაამკაცრა და ადგილზე სამხედრო დანაყოფები განათავსა. ლუკაშენკო კონფლიქტის გაფართოების თავიდან აცილებისა და უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების საჭიროებაზე საუბრობს.
ქეთი ჩოხელი გიამბობთ.