თბილისის სპორტის სასახლე ხმლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიო თასს მასპინძლობს. პლანეტის პირველმა ნომერმა სანდრო ბაზაძემ ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ირანელ მოფარიკავესთან 13:15 დამარცხდა. შეჯიბრის გამარჯვებული კი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი არონ სილაგი გახდა.
თბილისის მსოფლიო თასზე საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ მასპინძელთათვის დაშვებული მონაწილეთა რაოდენობის ლიმიტი სრულად გამოიყენა და ტურნირზე სანდრო ბაზაძის გარდა, კიდევ თხუთმეტმა ქართველმა მოფარიკავემ იასპარეზა.