სამუშაო ვიზიტი 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, კუეიჭოუს პროვინციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია. დელეგაციას პროვინციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე – იანგ ჟუო ხელმძღვანელობდა. დელეგაციასთან შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა – გიორგი სახოკიამ და შალვა თადუმაძემ გამართეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობას, ასევე განხილულ იქნა არსებული კავშირების კიდევ უფრო გაფართოების პერსპექტივები, მათ შორის საპოლიციო განათლების მიმართულებით. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას ეწვია, სადაც მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ, განახორციელონ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები, ასევე გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ასევე იმყოფებოდნენ საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში.